ნიკა გვარამია – “კეთილი პუტინის” ხატს დაწერს მალე საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობა”

ნიკა გვარამია - “კეთილი პუტინის” ხატს დაწერს მალე საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობა"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“კეთილი პუტინის” ხატს დაწერს მალე საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობა და გუშინ მოქადაგე ფსევდომღვდლები ეკლესიაში შეიტანენ და ოსანას უმღერებენ.

აქ ვართ ახლა და გავაცნობიეროთ. ან ეგენი უნდა დარჩნენ, ან ჩვენ. ან რუსები, ან ქართველები. მესამე არჩევანი არაა. ახლა ხელისუფლების გადანაწილება კი არ ხდება, ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას.

გავაცნობიეროთ და ვიბრძოლოთ. რა ემბარგო, რა ბორჯომი და ღვინო. სახელმწიფოებრიობა ან გვექნება ან არა – ეს წყდება ამ დღეებში.”