ნიკა გვარამია – ”რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიცემას აპირებენ!”

ნიკა გვარამია - ”რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიცემას აპირებენ!”ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

”ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, უზურპატორმა ქვეყნის ჩაკეტვის გზა აირჩია:

1. ფალსიფიცირებული სახელმწიფო გადატრიალების საქმე, ოპოზიციის ლიდერების დასაჭერად და ახალგაზრდების აქციის გასაბანძებლად (რო გასკდნენ, ოღონდ, იმ ანთებულ ახალგაზრდებს არანაირ ტალახს არც ჩვენ მივაკარებთ და არც ეკარება, ზოგადად. პოლიტიკოსების დაჭერა – რას ვიზამთ, რეჟიმს როცა ებრძვი, მზად უნდა იყო ყველა უკიდურესობაზე. პირიქით, პატივია ანტირუსული “ამბოხისთვის” დაჭერა, ჩემი აზრით ✌️);

2. რუსთავი 2ის დახურვა (უტყუარად ვიცით, რომ აპირებენ ნებისმიერი ფორმით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას და არხის ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებას);

3. ისტორიის დასასრული. ამისაც და პროდასავლური საქართველოსიც.

არ უნდა დავუშვათ. უზურპატორი უნდა წავიდეს!”