ნიკა გვარამია – “ვერშბოუ ძალიან დიდი იმედია ჩემთვის პირადად”

ნიკა გვარამია - "ვერშბოუ ძალიან დიდი იმედია ჩემთვის პირადად"აშშ-ის საქართველოში ელჩად ალექს ვერშბოუს შესაძლო დანიშვნას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“თუ მართლა ვერშბოუ მოდის ამერიკის ელჩად, ძალიან მძიმეწონოსანი ოფინიონმეიკერი ამერიკაში, ამაზე მკაფიო სიგნალი, რომ ამ ქვეყანას საგარეო კურსის და დემოკრატიის უმძიმესი პრობლემები აქვს, უბრალოდ რთული წარმოსადგენია.

სრულიად არაპროპორციულია ვერშბოუს წონა საქართველოსთან შედარებით. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული განაცხადი მგონია ვაშინგტონის მხრიდან, რაც უკიდურესად მიხარია. როგორც იქნა, მთავარი პარტნიორის მხრიდან სრულიად გაცნობიერებულია, რომ:

ა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში.

ბ. საქართველოს სრულიად არეული აქვს საგარეო ვექტორი, რაც დიდი საფრთხეების შემცველია ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის და ვაშინგტონისთვისაც.

გ. საქართველოში დემოკრატია უმძიმეს მდგომარეობაშია.

ამერიკის მძიმეწონოსანი ელჩი ძალიან დიდი იმედია ჩემთვის პირადად. God blass America!”