ნუკა არველაძემ ფეისბუქში დაწერა:
“◾უპირველეს ყოვლისა ყველას უღრმესი მადლობა. ყოველი თქვენთაგანის ყურადღებამ საოცარი ძალა მომცა
◾მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა – 14 ივნისს ჩემი დიშვილი თავის ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მაღაზია ნიკორაში – როცა უკვე დახლთამ მივიდნენ ჩემმა დიშვილმა შენიშმა პატარა ზომის ქეუსი რომელშიც ირანელი მოქალაქის საბუთები, საბანკო და კაზინოს ბარათები, ეწყო.
მიიტანეს პოლიციაში იმავე დღეს, გაფორმდა ოქმი შემდეგ დღეს.
მოკლედ ირანელმა გადაწყვიტა რომ ფულიც მქონდაო, ჩვენებაში ვერაა ჩამოყალიბებული ზუსტად რამდენი. ჯერ ვერ იხსენებს სად დაკარბა, მერე იწყებს 1000 $ და ამთავრებს 1300 მდეო და 40 ლარი მქონდაო. მერე ამავე ჩვენებაში ამბობს რომ საფულე იქვე დავდე და დამრჩაო. რადგან ფული ჯიბიდან ამოვიღეო – ანუ რეალურად იქვე ამბობს ჯიბეში მედო ფულიო.
◾მოკლედ პოლიციამ არ მიიჩნია საკმარის სამხილად ეს ჩვენება და საქმეს ხურავდა როცა ისანი სამგორის პროკურორი ვინმე ნათია ქომოშვილი მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით. .და განჩინების საფუძველზე დააკავეს ჩემი დიშვილი!!!
◾დააკავეს კვირას საღამოს, წინა დღეს გვითხრეს საქმე დაიხურაო, ორშაბათს წაუყენეს ბრალი და დღეს სასამართლომ შეუფარდა 2 თვიანი წინასწარი. 19 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო!!!
◾აზარტული თამაშების მოყვარული ირანელის (მის საბუთებთან ერთად ყველა კაზინოს ბარათი იდო ) ტყუილი ჩვენების საფუძველზე ის ახლა საპატიმროშია. სახლში მცირეწლოვანი შვილი ამაოდ ელოდება!!!!
◾მე არ ვაპირებ ეს ასე გავატარო,ვიცი რომ ჩემი დიშვილი ცამდე მართალია.
◾ არც შიმშილობას მოვერიდები და არ გავჩერდები!!!”

