ოთარ კვირიკაშვილი – „ხაზარაძესავით მილიარდი რომ მქონდეს, დღესვე დავამთავრებდი ბიძინას“

ოთარ კვირიკაშვილი - „ხაზარაძესავით მილიარდი რომ მქონდეს, დღესვე დავამთავრებდი ბიძინას“„ივანიშვილმა კარგად დაუმუღამა ხაზარაძეს პოლიტიკური სიმხდალე. ეს ბრალიც მაგიტომ წარუდგინა. შეაშინებს და ივაჭერბს ორ მთავარ საკითხზე – ანაკლიის პორტის გაჩერებაზე და ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში საკუთარ ინტერესებზე.

მგონია რომ ამ ყველაფერზე ხაზარაძეც გაჰყვება. მას რომ პოლიტიკური გამბედაობა ჰქონოდა, ივანიშვილი დიდი ხნის დამთავრებული უნდა იყოს , მაგრამ ფაქტია ვერ ბედავს.. ამ პოლიტიკას კიდე არ უყვარს გაუბედავი ადამიანები.

ხაზარაძესავით მილიარდი რომ მქონდეს და 9-დან 12-წლამდე პატიმრობა მემუქრებოდეს, დღესვე „ავაფეთქებდი“ ბიძინას“. – წერს სოციალურ ქსელში ოთარ კვირიკაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი.