ოთარ კვირიკაშვილი – „ოპოზიციურ ველზე ყველა ლიდერი გათიშეს, ეს აბსოლუტური დიქტატურაა“

ოთარ კვირიკაშვილი - „ოპოზიციურ ველზე ყველა ლიდერი გათიშეს, ეს  აბსოლუტური დიქტატურაა“„ოქრუაშვილი დააკავეს, მელიას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, სააკაშვილს ქვეყანაში არ უშვებენ, ალასანია ქვეყნიდან გააქციეს, ხაზარაძეს ბრალი წარუდგინეს.. ფაქტიურად ოპოზიციურ ველზე ყველა ლიდერი გათიშეს.

ამ რეჟიმს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ეს დიქტატურაა, აბსოლუტური დიქტატურა.

სოლოლაკში გვიზის ჭორვილელი კადაფი.. ვითარება კი არ გვიტოვებს მოქმედების არანაირ კონსტიტუციურ ფორმას, გარდა აჯანყებისა! იმაზე მალე შეიცვლება ეს ხელისუფლება, ვიდრე წარმოგვიდგენია“, – წერს სოციალურ ქსელში ოთარ კვირიკაშვილი „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი.