„როგორც ჩანს, “ოცნებას” გათახსირებული კოკა ყანდიაშვილი და მასზე უფრო გათახსირებული შალვა რამიშვილი ვერაფერს შველიან. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, ჯერ 20 ივნისის ღამემ, შემდეგ კი უკვე მელიას საქმემ მთლიანად მოანგრია ხელისუფლების იმიჯი, ამის “გამოსწორების” მცდელობაში კიდევ უფრო დიდი სისულელე ჩაიდინეს გუშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერებზე ხელახლა წამოიწყეს ძიება, პლიუს დილას ვოლსკის სულელური განცხადებები და უკვე საკუთრი ტროლები აგინებენ, ისე გაექცათ სადავეები.
ეს კლუგჰაფტი ჭკვიანი ბიჭია, თავის საქმე იცის, ის მეორეც. შავი, აგრესიული პიარი ნამდვილად ამათი ველია, მაგრამ რამდენად უშველიან და ჩამორეცხავენ ბიძინას ქართველი ახალგაზრდების სისხლს, ვერ გეტყვით. არადა ბიძინამაც იცის, თუ დროზე ადრე ვერ გადააბრალა სხვებს თავისი დანაშაული, შეიძლება წელსვე დაასრულოს კარიერა, “ – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი.

