ოთარ კვირიკაშვილი – ტროლებო, თქვენ ხართ ივანიშვილის ყველაზე ბინძური იარაღი!

ოთარ კვირიკაშვილი - ტროლებო, თქვენ ხართ ივანიშვილის ყველაზე ბინძური იარაღი!„გახსოვთ ალბათ თვენახევრის წინ, ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია, რა დღეში ჩაცვივდნენ სახელისუფლებო ტროლები.. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე იცოდა ირაკლის მომდევნო ნაბიჯი, რომ ის აუცილებლად მოითხოვდა რუსთავი 2-ს. ამიტომ გახდნენ სრულიად უმართავები, ამიტომ ჩართეს თითქმის ყველა ტროლი და სუსის დაკონსერვებული აგენტი, ვისაც ასე საგულდაგულოდ ინახავდნენ.

შექმნეს და დააფინანსეს გვერდები, რომლებიც მხოლოდ ირაკლიზე წერდნენ. საზღვარგარეთ რომ წავიდა, ყიჟინა ჰქონდათ გაიქცაო, ძალიან მალე გადაესხათ ცივი წყალი, პირში ჩალა გამოვლებულები დარჩნენ, ბოლო კვირა იყო განსაკუთრებით სასწაული როდესაც ეს უზნეო ადამიანთა ბრბო, პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლებას დაეკავებინა პოლიტიკური ოპონენტი. ზუსტად ასეთივე ამბავი ჰქონდათ ნიკა მელიას შემთხვევაშიც. ამიტომ ვფიქრობ, მთავარი სამიზნე ეს კოლექტიური ბრბო უნდა გახდეს, ყველამ ვიცით მათი სახელები და გვარები, გამოვიტანოთ დღის სინათლეზე.

ვამხილოთ და წავართვათ ხელიდან ივანიშვილის ყველაზე ბინძური ბრძოლის იარაღი, დავანახოთ ნეიტრალურ მოსახლეობას რამხელა ნაგავთან გვაქვს საქმე და რეალურად რას წარმოადგენს ეს ხალხი და რისთვის იბრძვის ასე გამალებით. სიბნელე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ტროლებო, თქვენ ხართ, ივანიშვილის ყველაზე ბინძური იარაღი!“ – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი.