“სახე მქონია დაკარგული” – ირაკლი ჩიხლაძემ თვენახევარში 14 კგ დაიკლო

"სახე მქონია დაკარგული" - ირაკლი ჩიხლაძემ თვენახევარში 14 კგ დაიკლო„იმედის“ ცნობილი წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე „საკუთარ თავთან ორთვიანი ბრძოლის“ შედეგებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზიარებსყველაზე რთულია საკუთარ თავთან ბრძოლა და ცხოვრების წესად ქცეული ჩვევის აკრძალვა… ალკოჰოლურ სასმელს ხომ საერთოდ არ ვსვამ, არც გაზიანი სასმელები მაინტერესებს დიდად, არც ხინკალი, მწვადი, საცივის გემოც კი არ ვიცი უკვე წლებია, თევზის დაგემოვნებაც ორი წლის წინ მაიძულა ლანა ბერიძემ და ჰა, თუ ძალიან მშია, ცოტას შევჭამ, მთავარია, თევზის სუნი არ ჰქონდეს.

არც გადატყლარწული სალათები მხიბლავს – ძირითადად ვიკვებებოდი მხოლოდ ტკბილეულითა და ცომეულით, ასევე, ქათმის ხორცით. საუზმე – ტორტი, სადილი -ტორტი, ვახშამი – ტორტი და ცივი რძე – ამ რეჟიმში ვცხოვრობდი თითქმის ყოველდღე.

პირველ ივნისს დავემშვიდობე იმას, რაც ძალიან მიყვარდა, მენატრება და ჩემი ენერგიის წყარო მეგონა, მაგრამ უარი ვთქვი ცხოვრების არაჯანსაღ წესზე და დავიწყე ჯანსაღი კვება. ასეთი შედეგი მოყვა ამ ბრძოლას: ტკბილეულთან ერთად დავკარგე -14 კგ <3

ბოდიში, რომ მე ამას ვერ ვგრძნობდი და არ მაწუხებდა. სახე მქონია დაკარგული:))))))))))))“, – წერს ირაკლი ჩიხლაძე.

პრაიმ ტაიმი