”ივანიშვილის რეჟიმი აგონიაში. ოლიგარქ-დიქტატორმა ამოწურა სახელმწიფო მართვის ყველა ოდნავ ცივილიზებული მეთოდი და გადავიდა თანამედროვე მსოფლიოში არნახულ სასტიკ რეპრესიებზე.
აღნიშნულის დასტური გამარჯვებული საქართველოს ლიდერ, ირაკლი ოქრუაშვილის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით დაკავებაა. დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აამოქმედოს სანქციები და დააპატიმროს ოლიგარქის საბანკო მილიარდები, რაც დროულად დაამთავრებს ამ შავ-ბნელ პერიოდს საქართველოს ისტორიისა”, – წერს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

