სიმონ მასხარაშვილი – “პრეზიდენტო სალომე, შენი დუმილით ჰყიდი საქართველოს”

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ის თვლის, რომ პრეზიდენტს ადეკვატური რეაქცია უნდა მოეხდინა, მაშინ, როცა პუტინი საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფას შეეცადა.

“პუტინის განცხადების პასუხად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გაემართა ბრიფინგი, მოეწვია ელჩები, BBC, CNN, სხვა საინფორმაციო საშუალებები და მსოფლიოს წინაშე განეცხადებინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იცრუა და გააყალბა საქართველოს ისტორია, შეურაცხჰო საქართველოს ერი!!!
სალომე დუმს და ამით ის დღეს ჰქმნის ისტორიის მახინჯ ფურცელს: საუკუნის შემდეგ ვიღაცეები იტყვიან: როდესაც რუსეთის პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებდა აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო არ იყო და ქართველებს გენოციდი აქვთ ჩადენილიო, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი სდუმდა, დუმილი კი თანხმობის ნიშანიაო! პრეზიდენტო სალომე, შენ შენი დუმილით ჰყიდი საქართველოს!!!” – წერს საკუთარ ფეისბუქზე ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი