თაკო გოგსაძე – “ეს ბავშვი მამამისმა გადამალა, ვერ ვპოულობთ”

თაკო გოგსაძე - "ეს ბავშვი მამამისმა გადამალა, ვერ ვპოულობთ"თბილისში ოთხი წლის ბავშვს ეძებენ, რომელიც მამამ გაიტაცა და გადამალა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის, დედა თაკო გოგსაძე წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

თაკო ბავშვისა და მამის ფოტოსაც აქვეყნებს.
“თუ ვინმემ სადმე ნახეთ ეს ბავშვი და კაცი, გთხოვთ, მაშინვე მომწეროთ. ან ქუჩაში ან მარშუტკაში… მეოთხე დღეა, ვეძებთ.
მამამისმა გადამალა, ვერ ვპოულობთ. თუ ვინმემ სადმე ნახეთ, ეს ბავშვი და კაცი გთხოვთ, მაშინვე მომწეროთ”, – წერს ბავშვის დედა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მამაკაცი, რომელმაც შვილი გაიტაცა, ქალის ყოფილი ქმარია.

ნიუს თივი