თეონა ცხომელიძე რუსთავი 2-დან წავიდა – “ვწუხვარ, რომ კრიზისულ დროს მივატოვე”

თეონა ცხომელიძე რუსთავი 2-დან წავიდა - "ვწუხვარ, რომ კრიზისულ დროს მივატოვე"თეონა ცხომელიძე რუსთავი 2-დან წავიდა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა:

“გავანთავისუფლე ჩემი ‘სწენკა’ ნიუსრუმში.

13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის.
პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ…”

თეონა ცხომელიძე რუსთავი 2-დან წავიდა - "ვწუხვარ, რომ კრიზისულ დროს მივატოვე"

თეონა ცხომელიძე – “პირბადე, რომელიც მეკეთა გუშინ ღამე, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა მომცა”