24 ივლისს გურამიშვილის გამზირზე დაღუპული შაკო ტყემალაძის ძმამ, თორნიკე ტყემალაძემ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო , ჩემო პატარა ძმაო , გთხოვ მაპატიო ყველაფერი , არ მინდა ტირილი , რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და ამავედროს სასცილო იყო , გთხოვ მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა , ეს სინანული კი შენთან შეხვედრანდე გამყვება ❤️ იმედი მაქვს შევხვდებით კიდევ ❤️💔 მანამდე კი მინდა გითხრა მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით 🤗”
მან პოსტს ძმის ფოტო დაურთო.

