ზურაბ გურული – „გამოფხიზლდით! ივანიშვილმა თავისი დიქტატურის ბოლო ლოგიკურ ფაზად ტერორი აირჩია“

ზურაბ გურული - „გამოფხიზლდით! ივანიშვილმა თავისი დიქტატურის ბოლო ლოგიკურ ფაზად ტერორი აირჩია“ახალი პოლიტიკური პარტია “გამარჯვებული საქართველოს” პარტიის ლიდერის. ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ოპოზიციასა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ივანიშვილის მხრიდან მთავარი ოპონენტების განეიტრალების მორიგ მცდელობად აფასებენ.

“მყარდება დიქტატურა, რასაც შიშის თვალები აქვს”-ასეთია ძირითადი გზავნილები, რითიც ისინი  ხელისუფლებასა და მათ მთავარ მმართველს აფასებენ.

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელზე გუშინ განხორციელებულ მორიგ შეტევას, ცოტა უფრო ადრე ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, დღეს კი ოქრუაშვილის დაკავებას დიქტატორის მხრიდან განხორციელებულ ტერორად აფასებს ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, რომელიც საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:

“ხვდებით ალბათ, რომ ივანიშვილმა თავისი დიქტატურის ბოლო ლოგიკურ ფაზად ტერორი აირჩია, რადგან მას უკვე დაუმტკიცეს მისმა ხელის ბიჭებმა, რომ შიში ყველაზე ძლიერი ხერხია სრული კონტროლის მოსაპოვებლად. 20 ივნისი სწორედ შიშის საბოლოო გატესტვა იყო და ერთადერთი დასკვნა, რაც იქედან მთავრობამ და მისმა მფლობელმა გამოიტანეს, არის ის, რომ თუ დაუნდობელი იქნები, ხელკეტით, გაზით და სახეში ტყვიის სროლით ყველაფერს გაიტან. სწორედ ამიტომ არ ელევა ივანიშვილი იმ კაცს, რომელიც შიშის მთესველთა ოფიციალური მეთაურია.

ოპოზიციური მედია ამოკეტეს, ახლა დაპატიმრებები იწყება. მეტნაკლებად ინტელექტუალურმა ადამიანებმა კარგად იციან, თუ როგორ ამთავრებენ ის დიქტატორები, რომლებიც შიშით მართავენ ქვეყანას. ყველა! უკლებლივ! გამონაკლისის გარეშე!
უკვე წაიშალა ყველა პარტიული ზღვარი. ქვეყნის არსებობა-არარსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ!
გამოფხიზლდით”!- წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული.

გურიის მოამბე