დავით ქაცარავა – ”ძალიან გთხოვთ, არ გაუადვილოთ ოკუპანტებს თქვენი გატაცება!”

”რუსების მიერ ოკუპირებულ, წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გატაცებული ახალუბნელი ახალგაზრდების მანქანები დარჩა, რუსებმა ჩასაფრება მოაწყვეს.
ელოდებიან სავარაუდოდ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გამოიჩენს ინიციატივას და შეეცდება ა/მ ის უკან დაბრუნებას.
რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ სანამ ამას შესაბამისი სტრუქტურები განახორციელებენ.

როგორც კი ოკუპანტი მიხვდა რომ დრონი უახლოვდებოდა, მიმალვა სცადა.
მანამდე კი 2 შავებში ჩაცმული ოკუპანტი მიიმალა ტყეში, რომლების დაფიქსირება დრონმა ვერ მოახერხა.
ჩემო უმაგრესო ადამიანებო, მოგმართავთ პირველ რიგში მათ, ვინც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობთ.
ძალიან გთხოვთ, არ გაუადვილოთ ოკუპანტებს თქვენი გატაცება. იყავით ფრთხილად და არ გადაკვეთოთ ის საოკუპაციო ხაზი, რომელსაც ერთ დღეს ერთად გადავკვეთთ და გამარჯვებულები დავბრუნდებით ჩვენს დღევანდელ დღეს ოკუპირებულ მიწა-წყალზე.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი