ეკა კვესიტაძე – “რომელი უფრო ბინძური და ამაზრზენი მონაა – რამიშვილი თუ ყანდიაშვილი?” 

ეკა კვესიტაძე - "რომელი უფრო ბინძური და ამაზრზენი მონაა - რამიშვილი თუ ყანდიაშვილი?" ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ფეისბუქში წერს, რომ მისი სახელით ფეიკ პოსტი გაავრცელეს, რომელიც მას არ დაუწერია.

ეკა კვესიტაძე წერს:

“იმ დღეს ჩემმა 11 წლის ანდრიამ მითხრა – მე მოსმენა მიყვარს, სანამ ჩემს აზრს გამოვთქვამ, მანამდე მინდა ყველას აზრი მოვისმინო და ყველაფერი ვიცოდე იმ თემაზე. ხოდა, იცით რა მიკვირს – ორი სტატუსი დავწერე, როგორ მივრცელებენ რამიშვილი და ყანდიაშვილის ტროლები ვითომ ჩემს მიერ დაწერილ კომენტარს აგვისტოს ომზე, სულ ოთხი წინადადებაა. ხოდა მოსმენას და თემის შესწავლას ვინ ჩივის, ზოგიერთს ამ ოთხი წინადადების წაკითხვაც ეზარება და ისე მიკომენტარებს – ეს მართლა თქვენ დაწერეთ თუ ფეიკია. წაკითხვა რომ ეზარება, იმ ხალხს კითხვის დასმა რატომ არ ეზარება ნეტა 🤔😃

ამ ფეიკების გამავრცელებლებიდან, რომელი უფრო ბინძური და ამაზრზენი მონაა – რამიშვილი თუ ყანდიაშვილი? 🤔”

ეკა კვესიტაძე - "რომელი უფრო ბინძური და ამაზრზენი მონაა - რამიშვილი თუ ყანდიაშვილი?"