გურამ ჩალაგაშვილი – ”ქოცებო, პირდაპირ время ჩართეთ და თავისით “დადუმდებიან” ტელევიზიები”

გურამ ჩალაგაშვილი - ''ქოცებო, პირდაპირ время ჩართეთ და თავისით “დადუმდებიან” ტელევიზიები''”რამდენი რაღაც ხდება ამ ბოლო დროს “შემთხვევით” ამ ქვეყანაში. რატომ “დაგვღალა” ოპოზიციამ? ვერ ხედავთ რომ “ქვეყანა წინ მიდის”?
#ვაითქვენსპატრონსქოცებო.
რა მნიშვნელობა აქვს ტელევიზიას ავტომატით დახურავ თუ კიბერშეტევით. ძალიან გაგიტკბათ ქოცმაცუნებო რაღაც ტელევიზიების დახურვა. მერე არ დაგავიწყდეთ ინტერნეტის გამორთვა, სააგენტოები და გაზეთებია რიგში კიდე. მართლა გონია თქვენს გამორეცხილ ტვინებს, რომ ქვეყანაში „მომკითხავი“ აღარ გეყოლებათ?
თან რა პრიმიტიულები ხართ თუ ხვდებით? (მაგრამ როდის იყო თქვენ რამეს ხვდებოდით). ყველამ იცოდა, რომ რუსთავი 2-ის შემდეგ ტვ პირველს მიადგებოდით, გეგმა მაინც შეგეცვალათ ცოტა, ან რამე ახალი მოგეფიქრებინათ, ან პირდაპირ время ჩართეთ და თავისით “დადუმდებიან” ტელევიზიები.
მართლა ვერ ხვდებით რომ ხალხს ყელში ამოუხვედით?ვერ ატყობთ რომ თვალების თხრის მეტი არაფერი გამოგდით? ასე გააგრძელეთ ასე, მიდით ბიჭებო და უფრო დააჩქარეთ თქვენი წასვლის время.” – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.