გურამ ჩალაგაშვილი – „ქოცებო, რუსეთს არ დაუწვეთ ბოლომდე… „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება“

გურამ ჩალაგაშვილი - „ქოცებო, რუსეთს არ დაუწვეთ ბოლომდე... „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება“„რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია პასუხობს: „ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ“.
ეს არის კაცი-დიპლომატი, კაცი მოადგილე, კაცი ჭეშმარიტება. რა საჭიროა ამდენი ელჩების შეწუხება, ჟურნალისტების ჩასვლა და კომენტარები, იპოვა კაცმა გამოსავალი – რატომ აწუხებთ ამხელა ფილარმონია კაცს. წადით კაცო და თქვენით ჰკითხეთ რუსებს როდის აპირებთ აქედან ახვევას თქო. და რომ გიპასუხებენ გრძელვადიანი ვიზა თვით ბიძინამ მოგვცაო, ნუ გაგიკვირდებათ. მინისტრის მოადგილემაც მაგიტომ მოგიშორათ, “გაუტყდა” მაინც ამ პასუხის თავად გაცემა. თან მოადგილე კაცია.
შეწუხებულა, ოფლი დაუღვრია და, როგორც ამბობს, ბორდერიზაცია შეუჩერებია.
დარსალია, ერთი გამომხედე და კაცურად თქვი (ნუ ქოცობა და კაცობა შორსაა, მაგრამ მაინც), შენ ოკუპაციაც შეჩერებული გექნება და რა გგონია, მავთულხლართებს რატომ აბამენ ოკუპანტები?
ინტენსიურად ვმუშაობთ დიპლომატებთანო რო გაიძახი, მაგათ რაღას ტანჯავ? ისე ბიძოს გაფიცებ ამ სამი სიტყვის _ ოკუპაცია, ბორდერიზაცია და მავთულხლართების _ განმარტება თუ იცი? ნუ თუ არ იცი, არაა პრობლემა, მიგიკონსპექტებთ უცებ.
უმორჩილესი თხოვნა გვაქვს ბატონო ბიძინა თქვენთან: მინისტრის მოადგილეებს მაინც მოსთხოვეთ ფსიქო, არანაყიდი დიპლომი, თუნდაც საშუალო განათლების და ამათნაირების იმედად ნუ დატოვებთ ქვეყანას, არც ამდენი ცოდვა გვადევს ქართველებს.
ქოცებო, რუსეთს არ დაუწვეთ ბოლომდე, არ გაგივათ, `ტყუილად დაწოლად შეგრჩებათ და „გავრილოვის ღამე“ მონაგონი იქნება, ახლა უკვე თქვენთვის და განსაკუთრებით იმისთვის, ქე რო თქვენი უფროსია. (ბიძინას არ ვგულისხმობ, პინგვინზე გეუბნებით). – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.