გურამ ჩალაგაშვილი – „ქოცებო, შავ დღეში ხართ, მაგ კაცს ჰკიდიხართ, ისევე, როგორც მთელი საქართველო“

გურამ ჩალაგაშვილი - „ქოცებო, შავ დღეში ხართ, მაგ  კაცს ჰკიდიხართ, ისევე, როგორც მთელი საქართველო“„დღეს 7 ძალიან მაგარი ქართველის სასამართლო პროცესია, რომელიც ხელისუფლებამ გავრილოვს შესწირა.
პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, კონსტიტუციის დღეს თქვა, ვერ დავიცავ „გავრილოვის ღამეს“ დაკავებულებს, კონსტიტუციას არ იცავდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენო.
ამას ამბობს ის პრეზიდენტი, რომელსაც არ ახსოვს, თვითონ სად იყო „გადატრიალების“ ღამეს.
რ2-ის დახურვის დროს ატამს კრეფდა.
რუსეთის მიერ გუგუტიანთკარის ოკუპაციის დროს ლოპოტაზე შვილებთან ერთად „განიბანა“.
ქალბატონო პრეზიდენტო, კი გგონიათ, რომ „ცოტა მაღლა დგახართ“, მაგრამ ქვემოთაც ჩამოიხედეთ, არ გაწყენდათ.
ამ ბიჭებსაც ჰყავთ დედები, ცოლები, შვილები და თქვენი პირდაპირი მოვალეობა მათი დაცვაცაა.
ეს ბიჭები პატრიოტები არიან, საქართველოს პატრიოტები, რის გამოც თქვენი სულით მახინჯი ხელისუფლემა მათ სჯის და მათზე პრეზიდენტისგან ირონიულად და ღიმილით საუბარი სულ მცირე სასამართლოზე ზეწოლაა, ისე სხვა სახელიც მოეძებნება.
ქოცებო, შავ დღეში ხართ, სირცხვილია, 21-ე საუკუნეა და სამართალი ურმით მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ერთი კაცის მითითებით დადის. მაგ ერთ კაცს კი ჰკიდიხართ, ისევე, როგორც მთელი საქართველო.
ქოცებო, მოდის თქვენთის მდუღარე შემოდგომა! ყველამ ერთხმად რომც იბღავლოთ, ხალხი მაინც გეტყვით:
გავრილოვდამცველები, მოღალატეები და ამ ქვეყნის დამაქცევარები ხართ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!
#საქართველოგაიმარჯვებს! – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.