გურიაში თხილს 3-3,5 ლარად იბარებენ

გურიაში თხილს 3-3,5 ლარად იბარებენდიდხნიანი პაუზის შემდეგ გურიაში თხილის ჩამბარებელი პუნქტები გაიხსნა. ამ ეტაპისთვის თხილის ფასი რეგიონში 3 დან 3,5 ლარია ფარგლებშია ხარისხის მიხედვით.

როგორც თხილით მოვაჭრეები ამბობენ წლევანდელი წელი გამორჩეულია:

„შემცირდა ფაროსანა, გაიზარდა თხილის ვარგისიანობა. პირობითად ვიღებთ 10 თხილს ტომარადან და რამდენი საღოც ამოვა იმდენ 35 თეთრს ვიხდით. საუკეთესო თხილში 3,5 ლარზე მეტსაც ვიძლევით. ასეთი ფასი ამ დროს თხილზე ბოლოს სამი წლის წინ იყო. ხვალ და ზეგ ალბათ, უფრო მეტიც გვექნება მიღების ფასი”.- ამბობენ მოვაჭრეები.

ფასები რეგიონში შემავალი სამივე მუნიციპალიტეტის მიხედვით კი ასეთია ერთი კგ-ის შემთხვევაში: ოზურგეთი 2,8 ლარიდან – 3,7 ლარამდე; ჩოხატაური 2,4 ლარიდან – 3,3 ლარამდე; ლანჩხუთი 2,5 ლარიდან – 3,5 ლარამდე.

პრაიმ ტაიმი