ინგა გრიგოლია – “ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს…” 

ინგა გრიგოლია - “ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს…” “გვამცნო მოსამართლემ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება. ანკი, რა აზრი ჰქონდა ამ სასამართლო პროცესს, ისედაც ვიცოდით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ქალბატონი სუდია. უბრძანეს და აღასრულა. მოდური გახდა ეს სიტყვები და გავიმეორებ – ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს მშვიდობით, ჩვენი საქმით, პროფესიით, ჩვენი თავისუფალი სიტყვით… ორშაბათიდან ყველა გადაცემა დაუბრუნდება ეთერს და ისევე როგორც აქამდე, გავაგრძელებთ მუშაობას, ტვ ,,პირველი” გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში…” – წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია.