ირაკლი ოქრუაშვილი – „ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი, ვინც შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ“ – ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილი - „ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი, ვინც შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ“ - ვიდეოირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან პოსტს აქვეყნებს:

„ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი , რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ . ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი . მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ.

P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30“, – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

სოციალურ ქსელში მის ფეისბუქ გვერდზე უკვე მიუძღვნეს შარლ აზნავურის La Boheme.