ლოლა წერეთელი – “გიორგი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება, აჩის თავისი ადგილი აქვს სიმღერაში”

ლოლა წერეთელი - "გიორგი სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება, აჩის თავისი ადგილი აქვს სიმღერაში"რამდენიმე თვის წინ პოპულარული სარესტორნო წყვილის ოჯახი დაინგრა. ლოლა და გიორგი წერეთლები დაშორდნენ.

ლოლამ ოჯახის დანგრევის შემდეგ, პირველი ინტერვიუ ჟურნალ „სარკეს“ მისცა, სადაც მარტოობაზე, ცხოვრების ახლანდელ ეტაპზე და სამომავლო გეგმებზე გულახდილად ისაუბრა.

– ქალბატონო ლოლა, თქვენი ახალი სიმღერის გამოსვლის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში გიორგი წერეთელი აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა…
– გიორგის არასდროს არავინ ჩაანაცვლებს, არც სიმღერით და არც არაფრით. ის არის ჩემთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება.

– ფიქრობთ, რომ ისევ იმღერებთ ერთად?
– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება ოდესმე ისევ ვიმღეროთ ერთად. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.

– ისე ჩანს, რომ გაშორებამ არაფერი შეცვალა და ყოფილი ქმრის მიმართ თქვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა.
– დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი ქმარი მიყვარდა, მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ეს არის კანონი და სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის.

– და მაინც ძნელია მარტოხელა ქალის სტატუსით ცხოვრების გაგრძელება.
– ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მარტოხელა ქალის სტატუსში კარგი არაფერია. მჯერა და ვგრძნობ, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და მეც მიყვარს. მე ვარ მარტოხელა ქალის სტატუსით და ჩემი ქმარი როგორ არის, არ ვიცი. ჩემი მეუღლე სულ ამბობდა, მე რომ ვუყურებ ცოლის თვალებს და ვხედავ ბედნიერია, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და სიყვარული ერთადო.

ინტერვიუ სრული სახით სარკის ახალ ნომერში წაიკითხეთ