მეგი გოცირიძე – ”იცით რა ზეწოლებს გაუძლო ზვიად კუპრავამ, შესაძლოა, არ იცით, რომ ოჯახის სარჩენად ღამით “ტაქსაობდა”

მეგი გოცირიძე -  ''იცით რა ზეწოლებს გაუძლო ზვიად კუპრავამ, შესაძლოა, არ იცით, რომ ოჯახის სარჩენად ღამით "ტაქსაობდა"მეგი გოცირიძე ზვიად კუპრავას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

”კუპრავა რომ ჩემი უახლოესი მეგობარია, ეს ყველამ იცით, მაგრამ ძალიან ცოტამ იცით რა ზეწოლებს გაუძლო ზვიკომ, შესაძლოა არც ის იცოდეთ, რომ სამი მცირეწლოვანი შვილის და მეუღლის სარჩენად ღამით “ტაქსაობდა”, ხან სადარბაზოში ესხმოდნენ თავს და ხანაც სოცქსელებში, პოლიციის რიგები საკუთარი ნებით დატოვა პროტესტის ნიშნად.

აჩეხილი დათუნას საქმეც მზის სინათლეზე მან გამოიტანა და ჩახერგილ გვირაბს შეხეთქებული ხახუბიას შეწყვეტილი სიცოცხლეც, ძალიან ჰყავდა ყელში გაჩხერილი, მაგრამ ვერ დააშინა, ვერ დაამონა, ვერ გაყიდა და ვერ იყიდა ივანიშვილმა, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ მას და სარალიძეს შორის ყრუ კედელი აღმართა.

სწორედ სარალიძის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს მოუწყვეს პროვოკაცია, სასადილოში შეუვარდნენ მანდატურები, მოსამართლე გეძახის დროზე ადექი და წამოდიო მაგიდა აუყირავეს, ზვიადმა უპასუხა – მკიდია, შესვენება დასრულდება და ავალ პროცესზეო, ამის შემდეგ ხელები ამოუგრიხეს სარალიძესაც და კუპრავასაც, მაგიდა თავზე დაამხეს, მერე სხვისი თეფშიდან რატომ ჭამდიო ამას ედავებოდა და 6 თვეა
ამის გამო ციხეში ჰყავს გამომწყვდეული და დღეს კი განაჩენი გამოუტანეს, სიტყვა – სიტყვით წაიკითხა პოროკურორმა – კუპრავამ რომ თქვა მკიდიაო, ამაში მოსამართლე იგულისხმა და დამნაშავედ უნდა იცნოსო, მოსამართლემაც არ დააყოვნა და 9 თვე კიდევ დაუმატა!” – წერს მეგი გოცირიძე.