ნათია გოგსაძე – უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში, ვერ ვაკეთებ სიუჟეტს, როგორ ინგრევა “რუსთავი 2“

ნათია გოგსაძე - უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში,  ვერ ვაკეთებ სიუჟეტს, როგორ ინგრევა “რუსთავი 2““რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სიუჟეტს ვაკეთებ იმაზე, უფრო სწორად ვერ ვაკეთებ, რომ „რუსთავი 2“ აგურ აგურ ინგრევა…. უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში….”,- წერს ნათია გოგსაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟოჟოლიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის “რუსთავი2”-იდან წავიდნენ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესეიაშვილი.