ნიკა გვარამია – ”გელოდებით “მთავარ არხზე” 

ნიკა გვარამია - ''გელოდებით “მთავარ არხზე” “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი არხიდან ნოდარ მელაძის, ეკა კვესიტაძის და სხვა ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათ მის მიერ დაფუძნებულ “მთავარ არხზე“ ელოდება.

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს. “გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, – წერს გვარამია.