ნიკა გვარამია – “რუსთავი 2-დან წასულებს სამმაგ ხელფასებს სთავაზობენ უკან დასაბრუნებლად”

ნიკა გვარამია - "რუსთავი 2-დან წასულებს სამმაგ ხელფასებს სთავაზობენ უკან დასაბრუნებლად"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია? 🙂

ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია ❤️✌🏻”