ქეთევან ენუქიძე – ერთი ბლოკპოსტის დაცვის ჩიჩვიც არ აქვთ… ქვეყნიდან უნდა გადაშენდეთ თქვენ!

ქეთევან ენუქიძე - ერთი ბლოკპოსტის დაცვის ჩიჩვიც არ აქვთ... ქვეყნიდან უნდა გადაშენდეთ თქვენ!“მხოლოდ ზაფხულში:
გავრილოვი მოათრიეს;
ბავშვებს თვალები დასთხარეს;
აქციის მონაწილეები დაიჭირეს – პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდნენო;
ერთი პოლიტიკოსი დააპატიმრეს, მეორეს შინა პატიმრობა მიუსაჯეს;
რუსთავი 2 დახურეს;
ანაკლიის პორტი ყელში გაეჩხირათ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს საქმე შეუთითხნეს;
ტვ 1- ს მიადგნენ;
ავთო წერეთელი გაასამართლეს;
პოლიციელის მკვლელი შეიწყალეს;
“ომს მშვიდობით მოვიგებთ” გადაიღეს…
და ეხლა ერთი ბლოკპოსტის დაცვის ჩიჩვიც არ აქვთ – ერთი მუჭა უწიგნური შარის ყაჩაღი აშანტაჟებს, დედას გიტირებთო…
ხელისუფლებიდან კი არა, ამ ქვეყნიდან უნდა გადაშენდეთ თქვენ!- წერს სოციალურ ქსელსი „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან  ენუქიძე.