„ყოჩაღ, „იმედი“ –  რუსეთის ხელისუფლებას არ უნდოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სააკაშვილმა აიძულაო!“

„ყოჩაღ, „იმედი“ -  რუსეთის ხელისუფლებას არ უნდოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სააკაშვილმა აიძულაო!“„სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია ყველასთვის, ვინც პირადად მიცნობს, ან ვისაც ჩემი ტექსტები წაუკითხავს/მოუსმენია…

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სააკაშვილის პასუხისმგებლობის მწვერვალი აქამდე ამ არგუმენტზე გადიოდა: “რუსეთი ეძებდა საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის გზებს და სააკაშვილმა, თავისი პროვოკაციებით, მას ამის შესაძლებლობა მისცა”. ამ არგუმენტს ნამდვილად ჰქონდა/აქვს გაზიარების პოტენცია.

თუმცა, ტელე–იმედმა, თავისი ფილმით, ასეთი რამ გვითხრა: რუსეთის ხელისუფლებას არ უნდოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სააკაშვილმა აიძულაო!

ჰოდა, ყოჩაღ იმედი ტვ! ღირსეული კონკურენცია გაუწიეთ საყოველთაოდ მარგინალიზებული ფილმის – “ნოემბრიდან ნოემბრამდე” – შემქმნელებს, – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი იაგო კაჭკაჭიშვილი.