რომან გოცირიძე – “1 თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, 1 კვირის წინ 70, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა”

რომან გოცირიძე - "1 თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, 1 კვირის წინ 70, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა"რომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ აგროჰაბში შევიარე. ერთი თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, ერთი კვირის წინ 70, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა. ბოლო დღეების ზრდამ 14 პროცენტი შეადგინა.
ასეა ყველა საქონელზე მეტნაკლებად. მიჰყვება ფასები ლარს.
ლარის კურსი უკვე იმ ნიშნულზეა, რომ შუქზე, გაზზე, წყალზე ფასების ხელოვნურად დაჭერა წამგებიანს ხდის ამ დარგებს, რაც სხვა უზარმაზარ პრობლემებს წარმოშობს.
მთავრობა და ეროვნული ბანკი ჯერაც ვერ აცნობიერებენ მათ მიერ დაშვებული შეცდომების სიმძიმეს.”