გეორგიანს გრ.-მ ფეისბუქში დაწერა:
“ეხლა დამირეკა ჩემმა ახლობელმა გემიდან, რომელიც კუნძულიდან პირეოსისკენ მიემართება.
კუნძულზე სადაც წაიყვანა მისმა ოჯახმა დაჩაზე (2 წელია რაც მათ ოჯახშია და მათ ბავშვს უვლის) 75.000 ევროს ოდენობის თანხა ჩაუდია უფროსს სეიფში და ეს სეიფი სადღაც სამუშაო მაგიდის უჯრაში.
მოკლედ, მოხდა ისე რომ ეს სეიფი რაზეც იდო ჩავარდა (ძირი გასძვრა რაზეც იდო შიგნით მაგიდაში) და რადგანაც ეს მაგიდა კუთხეში იყო (წარმოიდგინეთ დიდი მუხის სამუშაო მაგიდა) მოუხერხებელი იყო რომ დაგენახა ჩავარდნილი სეიფი.
მოკლედ, ამ უფროსმა რა თქმა უნდა ეგრევე თითი ვისკენ გაიშვირა? ჩვენი ქართველისკენ 🙂 (თან უსაბუთოა ეს გოგო).
სახლში ჩაკეტა, დაუმტვრია ტაბლეტი, აგინა ყველა ცუდი სიტყვით რაც იცით, დაემუქრა რომ კბილებს ჩაუმტვრევდა, პოლიციაში განცხადება დაწერა და მოკლედ 10 საათის მანძილზე ჩვეულებრივად აბულინგა. აბრალებდა რომ მან სეიფი ამოიღო და ფული ფანჯრიდან ჩაუგდო მეორე პირს, ნაცნობს.
ამ დროს, ამ კაცის მეგობარი იყო სახლში მოსული და მასთან ერთად მთელი სახლის გადატრიალებაში ეხმარებოდა. ამან მოიფიქრა რომ ის უზარმაზარი და მძიმე ოფისი უნდა გამოეწიათ და დაეშალათ, რათა ენახათ. ესეც მოხდა! დაშალეს და იპოვეს მათი სეიფი მთლიანი თანხით!
მერე წავიდა ბოდიშები, ლელა მუ კე ლელაკი მუ, მე სიგხორის და არ გვინდოდა და ა.შ
გოგო შოკშია ამ წუთას, სამსახური დატოვა და წამოვიდა.
ჩვენ ეხლა რასაც მოვიმოქმედებთ არის ის რომ ამ მთლიან ოჯახს ვუჩივლებთ მისი დაკვეთით და სასამართლოში წავათრევთ ბევრი მიზეზების გამო ამ საქმესთან დაკავშირებით. რადგან მას საბუთები არ აქვს არ ნიშნავს იმას რომ ვიღაც უფროსი მოიმოქმედებს ისე როგორც თვითონ ევასება!”

