„მე ვეთანხმები პატრიარქს, რომ ახალ სიცოცხლეს თუ ქმნი, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო – მთავარი ჩემთვისაც ჩემი შვილების აღზრდაა ისე, რომ მათ, სულ მცირე, იგივე შეძლონ თავიანთი შვილებისთვის.
მაგრამ ამას ფული უნდა ძვირფასო უნეტარესო – მე კი, თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის.
უნდა გამოვიმუშაო.
და გამოვიმუშავებდი კიდეც – ორ კვირაზე მეტი არცერთი შვილის გაჩენის შემდეგ არ დამისვენია.
საქმე გამიფუჭდებოდა, იმდენი ფული აღარ მექნებოდა და შვილებს ისე კარგად ვეღარ გავზრდიდი პატრიარქო – კარგს ვერ შეჭამდნენ, ვერ ჩაიცმევდნენ, კარგ განათლებას ვერ მიიღებდნენ .
დიახ – თქვენ წარმოიდგინეთ, შრომა მიწევდა და მიწევს, უწმინდესო და უნეტარესო.“ – მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი პატრიარქს.

