„ქათული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი და მხადამჭერი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს გზის” თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე (აღნიშნული პარტიის საპატიო თავმჯდომარე იყო ასევე სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და მათ მეფისადმი ჭყონდიდელის შეგონებასაც ახსენებს:
„ძალოვნების, ადგილობრივი თანამდებობის პირების, სამინისტროების ზეწოლით მოგებული არჩევნებით გუშინდელი “შნირები” დღეს რომ ერის მამების გამომეტყველებით გვმოძღვრავენ, მხოლოდ ერთი რამ მახსენდება – ჭყონდიდელის შეგონება მეფისადმი:
ღირსება დაუბრუნე ხალხსო…
გლეხს და უბრალო მოქალაქეს შენი ძალით ნუ დააწვები, ეს ღირსებას ულახავს და ეს ხალხია შენი ძალის საძირკველი…
ქვეყანა ჩინური ჯემპრივით გვიპატარავდება, როგორც გარეცხვის შემდეგ და ესენი იმაზე ფიქრში კვდებიან, მეტი ფული როგორ მიითვისონ და საკუთარი ბოსტანი როგორ გაზარდოს სიგანეში ქვეყნის შევიწროვების ხარჯზე…
სამართალი და ღირსება მიეცი საკუთარ ხალხს,“ – წერს სოციალურ ქსელში მურვანიძე.
გურიის მოამბე

