„გრანტზე 0.002 ქულა დამაკლდა“ – სტუდენტი თიკო ჩხიკვაძე გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ

„გრანტზე 0.002 ქულა დამაკლდა“ - სტუდენტი თიკო ჩხიკვაძე გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ პირველკურსელი თიკო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ დააკლეს 0.002 ქულა გრანტის მისაღებად.

„დავიწყებ იმით რომ სტუდენტი ვარ, შედეგები არ გამხარებია, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ფაკულტეტზე მოვხვდი.
ყველა გააოცა შედეგმა, გრანტზე 0.002 ქულა დამაკლდა, რეალურად ჩოხატაურში ერთ-ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი ვიყავი,მაგრამ ძვირფასმა განათლების სისტემამ სიტუაცია ამოაყირავა.
ახლა ვაკეთებ განმარტებას რატომ ვერ ავიღე გრანტი, როცა შედარებით უფრო დაბალი ქულებით, ვგულისხმ(ხო ზოგმა ის თქვა ქულები არასწორადთქვაო, ანუ მოვიტყუე? მომწერეთ და გამოგიგზავნით სქრინს,ან თუნდაც პირად მონაცემებს გეტყვით მერე ფოტოშოპის გამოყენებაც არ დამაბრალოთ)
მოკლედ როცა რაღაც კონკრეტულ საგანში ავიღე 54 და სზვამ ჩემზე სამი ან ოთხი ქულით ნაკლები, გათანაბრების შემდეგ ამ სხვას მოუმატეს 7, 8 ან 9 ქულა, ასე მოხდა თითქმის ყველა საგანში, ნაჩუქარი ქულებით აიღო ზოგმა გრანტი და ამით გამიწია კონკურენცია, რა თქმა უნდა, ვულოცავ ყველას.
ეს უსამართლობა არც ერთი აბიტურიენტის ბრალი არ არის,მთავარი დამნაშავე სწორედ გამოცდების ეროვნული ცენტრია, აქ მსხდომმა მაპატიეთ მაგრამ უაზრო ხალხმა იმდენი ვერ მოახერხა ერთი სირთულის ტესტები შეედგინათ და ,,ვითომ ადვილი” ვარიანტის ბავშვებს ქულა არ მოგვიმატეს. ამან გამოიწვია ამ შედეგის ასე შემოტრიალება.
დაბოლოს, ყველას გილოცავთ თქვენი მიზნის მთლიანად თუ არა ნახევრად განხორციელებას მაინც“, – წერს თიკო ჩხიკვაძე.