“წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ“ – რატომ მოიხადა ბოდიში ”ოცნების” წევრმა

"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ“ - რატომ მოიხადა ბოდიში ”ოცნების” წევრმაბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი პატარიძე რ2-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ ტელევიზიიდან წამყვანი ჟურნალისტების გაშვებას შეურაცხმყოფელი კომენტარით გამოეხმაურა.
“წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ“ – დაწერა პატარიძემ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, პატარიძემ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა რომ აღელვების ფონზე ემოცია მიუღებელი ფორმით გამოხატა:

“მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ემოციურ ფონზე სოციალურ ქსელში ჩემს მიერ გაკეთებული არაკორექტული კომენტარის გამო. ჩემი აღელვება მოჰყვა რუსთავი 2 ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ არაერთხელ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გაცხადებას, მათ შორის ღია ეთერით (გინება, ლანძღვა, ბილწსიტყვაობა), ამან გამოიწვია ჩემი აღელვება, რის გამოც ვერ შევიკავე თავი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმით გამოვხატე ემოცია.” – დაწერა პატარიძემ მოგვიანებით.

ნიუპოსტი