”ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!!” – ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

”ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!!” - ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს“ტელეკომპანია პირველის” დამფუძნებელი და მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს.

მისი თქმით, ის გამოკითხვაზე აუცილებლად მივა, მაგრამ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

“პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ !

ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !” – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.