ვატო წერეთელი – “ტვ პირველს ვერ წაიღებთ, სანამ ცოცხალი ვარ! მამა პროკურატურაში 29 აგვისტოს მივა”

ვატო წერეთელი - "ტვ პირველს ვერ წაიღებთ, სანამ ცოცხალი ვარ! მამა პროკურატურაში 29 აგვისტოს მივა"მამის, ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას ვატო წერეთელი ფეისბუქში ასე გამოეხმურა:

“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა.”