ანი ნადარეიშვილი – ”ეკა ხერხეულიძე არის საქართველოს ისტორიის ნათელი მხარე!”

ანი ნადარეიშვილი - ”ეკა ხერხეულიძე არის საქართველოს ისტორიის ნათელი მხარე!”ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

”როდესაც ქუჩაში ადამიანები მხვდებიან, მეკითხებიან ფბ-ზე რატომ არ ჩანხარო. რატომ? გულწრფელად გეტყვით რატომ, იმიტომ რომ გული მტკივა, როდესაც ერთმანეთის ლანძღვას და ჭამას ვუყურებ. მე ეს ყველაფერი გავიარე, ადამიანი, რომელიც არ გიცნობს, შეხებაც კი არ ქონია შენთან, გამოდგება და გლანძღავს, ათას ლეგენდას გიგონებს, ან უბრალოდ ყურმოკრულს იმეორებს, ასე, ბრმად იმეორებს და გიმტკიცებს კიდეც შენც და სხვებსაც, მე უფრო კარგად ვიციო… იმ გამოთქმის არ იყოს, ბრმამ ნახა, როგორ გარბოდა კოჭლიო…

ხოდა რისი თქმა მინდა, მათგან განსხვავებით Eka Kherkheulidze-ს ძალიან კარგად ვიცნობ, მეამაყება მასთან მეგობრობა და იმ მილიონი დადებითი დახასიათებისგან, რომელსაც ეკა იმსახურებს, მხოლოდ ამას დავწერ – ეკა არის საქართველოს ისტორიის ნათელი მხარე! ❤️”