ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა – ვიდეო

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა - ვიდეო„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო.

დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. უფრო კონკრეტულად, დეპუტატებს შორის ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ მაშინ, როცა გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა. აღნიშნულზე ბესელია გაღიზიანდა.

კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა. ისმის ბესელიას მხრიდან ზარდიაშვილის მისამართით შეძახილი: „ნაძირალა“.