გურამ ჩალაგაშვილი – ”დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა”

გურამ ჩალაგაშვილი - ''დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა''”დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა. ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა, დაამტკიცა, რომ მისი პირადი პატიმარია და ყველაზე საშიში პილიტიკური მოწინააღმდეგე.
რა გგონია ბიძო, მოერიე? ვერა, პირიქით, გაჯობა და დღეს კი არა მხოლოდ, მაშინ გაჯობა, რომ შემოუთვალე უნდა დაგიჭიროო და შენი და შენი კორუმპირებული ქოცხროვის ლუსტრაციისთვის ჩამოვიდა საქართველოში.
როცა უკვე ცნობილია რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, ჩალის ფასად არ ღირს შენი ფარული მმართველობა. ბოლომდე შეგისრულა და გაგაბახა. დადგმულ სასამართლოზე, უფრო სწორად უნიჭო სპექტაკლზე არ მოვიდა. მის მომხრეებს და გვერდში მდგომ ადამიანებს თბილი სიტყვებით მოეფერა და უთხრა ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია.

შენი დღეები დათვლილია. აუცილებლად ნახავს მთელი საქართველო შენს ნაცრისფერ სახეს.
ბრძოლა ახლა იწყება!” – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.

სასამართლომდე ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში ივანიშვილ-გახარიას  მიმართავდა:

”ბეწვის ხიდზე დადიხართ ივანიშვილო და გახარია.
ვერასდროს ჩამოიწმენდთ იმ სისხლს, რომელის 20-21 ივნისს დაღვარეთ.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ ულამაზესი მაკო გომურის თვალის დაკარგვაში დამნაშავე ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი ან ის 17 პოლიტპატიმარია.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ გავრილოვი საქართველოში ქართველი ხალხის სიკეთისთვის ჩამოვიდა.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ “გავრილოვის პატიმრებს” სახელმწიფის გადატრიალება შეეძლოთ.
ვერასდროს დაამტკიცებთ, რომ შეიარაღებულ პოლიციას აჯობა უიარაღო ხალხმა.
ყველამ ყველაფერი იცის, საქართველო არ გაპატიებთ სახეში შეფურთხებას.
ჩვენ აუცილებლათ დავამტკიცებთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე სისხლიანი რეჟიმი და ასეთი სახელითაც შეხვალთ საქართველოს ისტორიაში. თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მთელმა თქვენმა მონაგარმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა ცოდვით წახვედით ამ ქვეყნიდან.
ქართველი ერი არასდროს მოგცემთ უფლებას რუსეთის გუბერნიად გვაქციოთ.
მალე ჩამოგენგრევათ სასამართლო სისტემა, რომელიც ისედაც დანგრეული და შეურაცხყოფილია. პროკურატურა ისედაც ჯიბეში გიზით.
მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია, ვინც სისხლით გაძღა, ის ძილით ვერ გაძღაო. თქვენ უკვე დაღვარეთ სისხლი.
მორალური გადარჩენისთვის მაინც აჯობეთ საკუთარ თავს, გაბედეთ სიმართლისთვის თვალის გასწორება. აღიარეთ, რომ გავრილოვის პატიმრები დამნაშავეები არ არიან. ნუღარ ჩააფურთხებთ სულში მოსამართლეებს, მათაც ჰყავთ შვილები და დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში მათაც უნდათ ამაყად ჩაჰხედონ მათ თვალებში.
ივანიშვილ-გახარიამ საქართველო დუელში გამოიწვია!
ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. სხვა გზა არ არსებობს!
ივანიშვილო, ხვალ გაქვს შანსი აღიარო, რომ ოქრუაშვილი არის შენი პირადი პატიმარი, ან გადალახო ის შიში ოქრუაშვილისა, რომელიც ღამე არ გაძინებს და გამოუშვა.
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!”