გურამ ჩალაგაშვილი – ”გახარია-ივანიშვილის მონა სასამართლომ ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა 10 ათასად შეაფასა”

გურამ ჩალაგაშვილი - ''გახარია-ივანიშვილის მონა სასამართლომ ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა 10 ათასად შეაფასა''”პრემიერი გახარია ამტკიცებს, ჩემი დანაშაული მე თვითონ გამოვიძიე და ”სუფთა” ვარო!
დღეს ერთ-ერთი სპეცრაზმელი 10 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლა. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვსო. ბრალად ძალის გადამეტება ედებოდა სპეცრაზმელს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თვალების დამთხრელია.
ესაა გახარია-ივანიშვილის მონა სასამართლო, რომელმაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა 10 ათასად შეაფასა.
ქოცებო, გავრილოვის ღამის პატიმარ ლევან ჯიქურზე გსმენიათ რამე? მისი ცოლ-შვილი ყოველდღე ამბობს, რომ მშივრები არიან. თავად ეტლს მიჯაჭვული პატიმარი კი შიმშილობს 40 კილო აქვს დაკლებული.
სულგაყიდულებო, ჯალათ გავრილოვის გამო როგორ შეგიძლიათ გაწიროთ ქართველი ვაჟკაცები? რატომ, საქართველო გვიყვარსო რომ თქვეს? დღევანდელ დღეს, მაინც შეგრცხვეთ! მაგრამ რა იცით თქვენ რა მოხდა 26 წლის წინ. ვინ მოგცათ მაგის განათლება, სული ან გული.
არაუშავს, ესეც გაივლის, ისტორიაში თქვენი ადგილი უკვე ნაპოვნი გაქვთ. ბრავო. თქვენი გვარები აუცილებლად ეცოდინება ჩვენს შთამომავლობას.
ქოცობა მონობაა!
#ჩვენმაინცგავიმარჯვებთ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია! – წერს ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.