გურამ ჩალაგაშვილი – ”გავრილოვის გამო რომ ციხისთვის გაწირავთ ქართველ კაცს, თქვენი ადგილი არც რუსთაველზეა და არც სოლოლაკში”

გურამ ჩალაგაშვილი - ''გავრილოვის გამო რომ ციხისთვის გაწირავთ ქართველ კაცს, თქვენი ადგილი  არც რუსთაველზეა და არც სოლოლაკში''”ბრავო ივანიშვილი, ბრავო პროკურატურა, მიზანი მიღწეულია. ჯერი „სამართლიან“ სასამართლოზეა! (თუმცა სად გვყავს).
გავრილოვის პატიმრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, ერთმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, ზეწოლას და გატყდა. არ ვიტყვი გვარს, ისედაც გაიგებთ. რაო პროკურატურის ჩასვრილო “ლომებო”, აჯობეთ? აღიარებინეთ, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები თურმე მოუწოდებდნენ პარლამენტის შტურმისკენ? (საკუთარი თავისთვის თუ გიკითხავთ მაინც, რატომ შეიძლება მოუნდეს ნორმალურ ადამიანს შუაღამისას პარლამენტის შენობაში შესვლა და თან შტურმით? (მაგდენი ტვინი ვინ მოგცათ თქვენ, თქვე მართლა ტვინგამორეცხილებო).
არც იმაზე გაწყენდათ დაფიქრება, რომ შტურმს მხოლოდ შეიარაღებული ხალხი ახორციელებსა და სხვა შემთხვევაში მხოლოდ ხულიგნობაა, რომელიც საერთოდ არ ჯდება სახელმწიფო გადატრიალებაში. (არც ეგ იცით). თუმცა რომც იცოდეთ რა აზრი აქვს. კოკა თქვენს ხელშია და აბამთ ყურს საიდანაც გინდათ. ოღონდ აწ უკვე გაბზარული კოკა და პირობას გაძლევთ მალე დაგემსხვრევათ. უფრო სწორად, თავზე დაგეფშვნებათ.
გავრილოვის გამო რომ ციხისთვის გაწირავთ ქართველ კაცს, თქვენი ადგილი აღარ არ არის არც რუსთაველზე და არც სოლოლაკში. (თუმცა თქვენ რა იცით რა არის ქართველობა, კაცობა, ადამიანობა, მიწა-წყალი, წინაპარი და მომავალი). თქვენ მხოლოდ ქვეყნის დაქცევა, კაცის დაჭერა და ადამიანების განადგურება შეგიძლიათ, რასაც მაინც ვერ მიაღწევთ.
#ჩვენმაინცგავიმარჯვებთ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!” – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.