გურამ ჩალაგაშვილი – „ივანიშვილს ეს ქვეყანა მართლა ბუტკა ჰგონია“

გურამ ჩალაგაშვილი - „ივანიშვილს ეს ქვეყანა მართლა ბუტკა ჰგონია“„ტყულად არ მოუყოლია ივანიშვილს ის უაზრო ანეკდოტი ბუტკაზე. მართლა ბუტკის დირექტორი ჰგონია თავი და ჩვენს ქვეყანასაც ასე აღიქვამს.
დღეს რამდენიმე პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესია. არ მგონია „მოწყალება” გაიღოს ივანიშვილ-გახარიას სისხლიანმა რეჟიმმა და მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის უფლება მისცენ.
გახარიას მიზანია, როგორმე გადააგოროს და ხალხს მიავიწყოს 20-21 ივნისის სისხლიანი ღამე. უსინდისოდ აცხადებს, მაკო გომურთან ურთიერთობას პირადად გავარკვევო.
არ გამოვა ეგ საქმე. ჩვენ გავარკვევთ თქვენთან საქმეს.
ისე ოქრუაშვილის „რევოლუციონერობის“ კადრებს რომ აქვეყნებთ. კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, ქვეყნის გადატრიალებას ხელებაწეული თეთრი პერანგით და პიჯაკით აპირებდა? და ეს თუ შეუძლია, მაშინ რაღა გინდათ თქვენ მაგ სკამებზე.
ამასწინათ, სესიაშვილმა მორიგი სიბრძნე გადმოაფრქვია, სახელმწიფო გადატრიალება იყო, აბა ბალეტი ხომ არ იყოვო? ბალეტი იცი რა არის? ბიძინას დაკრულზე რომ წაიკუნტრუშებთ და ყველაფერს ხელს აწერთ.
ისე თქვენმა კარტოფილის და ხახვის პრინცესამ, ფრანგმა პენსიონერმა ხომ გახდევინათ ბოდიშები მკვლელებისა და ნარკორეალიზატორების შეწყალების გამო, ჯერ სად ხართ, წიწილების დათვლის დრო მოდის.
ქოცებო, სულ ცოტაც და მოგიწევთ თქვენს არქიფო ივანიშვილთან ერთად მისსავე საყვარელ ბუტკაში შესვლა, ოღონდ გასაღები ამჯერად ჩვენ გვექნება.
რუსთაველზე რომ კარავი გავშალეთ და გაავსეთ 5 წუთში იქაურობა სუსის მანქნაებით, რას ნიშნავდა ვითომ? ხო არ მოგადგათ მოზრდილი კვერცხი და აკაკანდით შიშისგან? ისე კი უნდა გეშინოდეთ. საკუთარი ფეხით მიიწევთ იქით, სადაც ძალიან არ გინდათ.
ეს კარავი იდგება იქამდე, სანამ ბოლო პოლიტპატიმარი არ გამოვა ციხიდან.
ნუ გგონიათ, რომ ამჯერადაც თქვენი ბოტურ-ტროლური, უვიცური მეთოდი გაჭრის.
საქართველოში ყველამ იცის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პირადად ივანიშვილის პატიმარია, გპირდებით, ამას მალე სხვაგანაც გაიგებენ და აი მერე კი გექნებათ ყველას დაწითლებული თვალები და ნაცრისფერი სახეები. დანარჩენს მერე მოგახსენებთ.
#ჩვენგავიმარჯვებთ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.