„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი მამუკა ხაზარაძის მოძრაობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ლელოს დადება გადაუწყვეტია ხაზარაძეს. ძალიან კარგი, ბევრი შემტევი სჭირდება ამ ქვეყანას.
გუშინ ბიძინას მისამართით კარტების გახსნაც დაიწყო. მანამდე მადლობები უხადა, არ ვივიწყებ მის გაკეთებულ საქმეებსო. ისე გაკეთებულ საქმეებში რა იგულისხმა რომ ეთქვა, არ იქნებოდა ურიგო.
ახლა მთავარი ერთად თუ არა გვერდიგვერდ სიარული მაინცაა აუცილებელი. ქვეყანას სახადი აქვს მოსაშორებელი. ყველაზე დიდი სახადი ჯალალედინის შემდეგ.
ლელოს დამდებმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს გვერდში მდგომის ფასი, შეიძლება არც ეშლება, ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია.
იმედია, ხაზარაძე კარტებს ბოლომდე გახსნის, თანაც დროულად და ლელოს დადების სურვილშიც დაგვარწმუნებს.
ისე სანახევროდ ქალიშვილობა არ არსებობს. არც სანახევროდ ქვეყნის სიყვარულის მწამს და არც ვითომ კარგი ბიჭობის.
ლელოს დამდებ კაცს ერთი სიტყვით პოლიტპატიმრებიც რომ ეხსენებინა არ იქნებოდა ურიგო. გასაშრობად არ სხედან ის ადამიანები იქ.
მე მგონი ყველამ კარგად იცით რატომ შეეშინდა ივანიშვილს ოქრუაშვილის. ზუსტად რომ შეეშინდა და თუ აღიარებთ (საკუთარ გულში მაინც) ამას, ვისაც გულზე მოგხვდებათ ეს სიტყვები, იქნებ და ჩვენს ქვეყანას წაადგეს სასიკეთოდ და მოუშორებელი ჭირი მოვიშოროთ.
#ჩვენმაინცგავიმარჯვებთ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!“ – წერს გურამ ჩალაგაშვილი.

