„ივანიშვილმა მისი მეგობარი კრიმინალების დავალება ფრანგი პენსიონერის ხელით რომ შეასრულა, მგონი ყველამ დავინახეთ. არ შეასრულებდა და ქუჩის ავტორიტეტები შეუსრულებდნენ დანაპირებს და დარჩებოდა ბიძინა არჩევნებზე მხოლოდ გახარიას თვალების ბრიალის ამარა.
სამაგიეროდ, გავრილოვის პატიმრებისთვის დღეს კიდევ ერთი უნიჭო სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ დაადასტურა, რომ პოლიციელის მკვლელის, ნარკორეალიზატორის და ინტერპოლის ძებნილის შეწყალება სწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ის თქვეს, რომ საქართველო უყვართ, აუცილებლად უნდა იყვნენ პატიმრობაში.
მართლა ვერ ხვდებით, რომ ცეცხლს ეთამაშებით? პოლიტიკაში ყველაზე გაუცნობიერებელ ადამიანსაც ვერ დააჯერებთ, რომ თქვენ ქვეყნის გადამტრიალებლებს სჯით.
ლევან ჯიქური ეტლს მიჯაჭვული, ინვალიდი ბიჭი რა საფრთხეს წარმოადგენს თქვენთვის?
მალხაზ მაჩალიკაშვილის თავზე წისქვილის ქვას ატრიალებთ და თან გსიამოვნებთ აშკარად. დღეს მისი უდანაშაულო ძმისშვილი, ჰუსეინ მაჩალიკაშვილიც უაპელაციოდ დატოვა თქვენმა მონა-მოსამართლემ პატიმრობაში.
ღმერთის მაინც არ გეშინიათ? მაგრამ რა იცით ქოცებმა სად არის ღმერთი. მასე გააგრძელეთ და შორს წახვალთ, იმაზე შორს ვიდრე წარმოგიდგენიათ.
სწორედ გავრილოვის ღამის ბიჭები დაასრულებენ თქვენს სისხლიან ხელისუფლებას.
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი „გამარჯვებული საქარართველოს“ ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.

