”უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ წელიწადზე მეტია არ გვყავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. რა სამართალზეა საერთოდ ლაპარაკი.
ყურმოჭრილ მოსამართლეებს ერთი სული აქვთ ჩაამთავრონ პროცესი და წინასწარ დაკვეთილი განაჩენი ისე ჩაიკითხონ, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.
სამაგიეროდ, გვყავს ფრანგი პენსიონერი პრეზიდენტი, რომელიც უპრობლემოდ იწყალებს პოლიციელების მკვლელებს.
გვყავს ჯალათი გახარია, რომელმაც რუსთაველზე თვალები დასთხარა ქართველ ახალგაზრდებს, სისხლი დაღვარა და 19 უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამოამწყვდია. და სწორედ ეგ ადამიანი ემზადება პრემიერობისთვის ემზადება, ე.ი, შურისძიებისთვის, ახალი სისხლის დასაღვრელად და ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის ჩასაბარებლად.
ბიძინას ხელის ბიჭს ნება თუ მივეცით, პუტინის სიამოვნებისთვის, ყველას სულს ამოგვაძრობს ისე, რომ შუბლზე ძარღვიც არ შეუტოკდება (თუმცა როდის ჰქონია ქოცს ძარღვი, სინდისი, ნამუსი და ქვეყნის სიყვარული).
გუშინ შეუბედავთ ზოგიერთებს ბიძინასთვის შეპასუხება, რა დავაშავე, რატომ ვერ ვიპრემიერეო და იქვე გასუსულა. თუ მართალია, გილოცავთ, ქოცებო, დავიჯერო გამოფხიზლდით? მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ რამემ გამოგაფხიზლოთ. თქვენ ის ხალხი არა ხართ ძარღვშეუტოკებლად რომ მოუხსენით მელიას იმუნიტეტი? ერთი კრინტი რომ არ დაგიძრავთ და არც კი გიკითხავთ რატომ დაიჭირეთ კოშაძე, თამლიანი, ბუდაღაშვილი და ა.შ. ან ირაკლი ოქრუაშვილიო?
პარლამენტში გავრილოვის ჩამოთრევის „გაპრავება“ არ გამოგივათ.
ქოცებო, არ არსებობს გეგმა, რომელიც თქვენ გადაგარჩენთ. (ისე ეშველა ჩემს მტერს!)
ირაკლი ოქრუაშვილი რომ პოლიტპატიმარია, აუცილებლად მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!” – წერს გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში

