ირაკლი ოქრუაშვილი – „ტვ პირველი“, ერთხელ, ზრდილობის გამო, მაინც მახსენეთ!“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ტვ პირველი“, ერთხელ, ზრდილობის გამო, მაინც მახსენეთ!“ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან ტვ „პირველს“ სოციალურ ქსელში მიმართავს:

„ტვ პირველი!!!

ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში (ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ!“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.