ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო ჯღარკავას – “როსტო არავის შეუწყალებია”

ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო ჯღარკავას - "როსტო არავის შეუწყალებია"ნინო ჯღარკავამ ფეისბუქში დაწერა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა როსტო შეიწყალა, რაზედაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა”

“როგორც წესი სხვებს ვაკრიტიკებ ამ ქალის პოსტებზე რეაქციის გამო, მაგრამ იმდენად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს პასუხი აუცილებელია. მეგობრებო, ეს არის ცრუ ინფორმაცია. როსტო არავის შეუწყალებია. ის გამოვიდა გარეთ, ახალი კანონის გათვალისწინებით, როცა პატიმარს ჯერ შაბათ-კვირას უშვებენ სახლში და შემდეგ უკვე სამაჯურით. არანაირი შეწყალება. არავის მხრიდან , რაც ჩემგან არაერთხელ გამხდარა წყენის მიზეზი და საჯაროდაც გამომიხატავს. და მეორე, როსტოს არასოდეს ჰქონია წაყენებული რეალიზაციის მუხლი.”