ნათია ფანჯიკიძე – ”თქვენი ფანჯრის წინ მოფარფატეს თვალი თუ მომკრათ, ხელი დამიქნიეთ”

ნათია ფანჯიკიძე - ”თქვენი ფანჯრის წინ მოფარფატეს თვალი თუ მომკრათ, ხელი დამიქნიეთ”ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

”საკუთარი შვილიშვილის ყველაფერი რომ გიხარია, – ჩაის ვსვამდი, თინუსა წინ მეჯდა და საპნის ბუშტებს უშვებდა. ტყაპა-ტყუპი გაჰქონდა საეჭვო წარმომავლობის საპნის ბუშტებს ჩემს ჩაიში, მე კი ბედნიერმა ჩავამთავრე ბოლომდე. საპნის გემოს ვინ დაეძებს, შემსუბუქებული ვარ ერთგვარად, სული რომ ვინმემ შემიბეროს, ავფრინდები. თქვენი ფანჯრის წინ მოფარფატეს თვალი თუ მომკრათ, ხელი დამიქნიეთ.
პენსიაში რომ გავალ, აუცილებლად დავწერ ზღაპარს გაფრენილ ბებოზე.”